მთავარი ახალი ამბები თბილისის ერთ-ერთ სპორტდარბაზში საველე ჰოსპიტალს აწყობენ

თბილისის ერთ-ერთ სპორტდარბაზში საველე ჰოსპიტალს აწყობენ

155
0

თბილისში, დიღომში, ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ სპორტულ დარბაზში, საველე ჰოსპიტლი ეწყობა. კადრებს „პალიტრანიუსი“ ავრცელებს.

ინფორმაციას „იმედინიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში უდასტურებენ.

ფოტოები: „პალიტრანიუსი“

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 481 578 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 421 532, გარდაიცვალა 6 406 პაციენტი.

ქვეყანაში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

წყარო: Imedinews.ge