მთავარი ახალი ამბები ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი განიხილავს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც ის...

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი განიხილავს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც ის მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს

220
0

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი განიხილავს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პირველ ქვეყანას, სადაც ის მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს ბრეტ ჯონსენსა და უფროს ფინანსურ დირექტორს დევიდ ფინლეის შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა SpaceX-ის ერთ-ერთი ინვესტორი ბილ რეიჩერტი.

„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერნეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე. საქართველო მათი მხრიდან განიხილება, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლეობას თანამგზავრულ ინტერნეტს მიაწოდებს. ასევე SpaceX-ში ვიზიტის დროს განხილვის თემა იყო საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში. მოლაპარაკების შედეგად უახლოეს პერიოდში SpaceX-ი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტპროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: Imedinews.Ge