მთავარი ახალი ამბები ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ისრაელმა საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ისრაელმა საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის გამოსაცდელად საკმარისი დოკუმენტაცია ვერ წარადგინა

1222
0

ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა რატომ ვერ მოხერხდა ისრაელში წარმოებული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის ტესტირება საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელმა ვერ წარმოადგინა საკმარისი დოკუმენტაცია პრეპარატის სანდოობასთან დაკავშირებით.

„არ წარმოადგენდა სანდო პრეპარატს. მათ ვერ წარმოადგინეს საკმარისი დოკუმენტაცია, რათა გვქონოდა საფუძველი პრეპარატის საქართველოში გამოსაცდელად. საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ მივიღეთ, როგორც სანდო პრეპარატი“, – განმარტა მინისტრმა.

თელ-ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის მკვლევრების განცხადებით, მათ შექმნეს პრეპარატი EXO-CD24, რომელმაც კვლევის პირველ ფაზაში კორონავირუსის მკურნალობაში 95%-იანი ეფექტიანობა აჩვენა.

წყარო: Imedinews.Ge