მთავარი ახალი ამბები ისრაელში სიტუაცია, სამწუხაროდ, დრამატულად შეიცვალა

ისრაელში სიტუაცია, სამწუხაროდ, დრამატულად შეიცვალა

1183
0

პროფესორ გიორგი ფხაკაძის ფეისბუკ პოსტი ისრაელში მიმდინარე კოვიდი აფეთქებასთან დაკავშირებით:

✅ისრაელში სიტუაცია, სამწუხაროდ, დრამატულად შეიცვალა

✅მიზეზები, თუ რატომ ახლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება:
📌პირბადეების ნაადრევად მოხსნა ვერ გათვალეს და არჩევნებმაც იმოქმედა 😞
📌ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, იქაც არჩევნების ბრალი იყო
📌უკვე ვიცით, რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და, სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას და მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის ე. წ. “ბუსტერი” დოზა არის საჭირო.
📌ისრაელში ახლანდელი კოვიდაფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.

✅რას აკეთებს ისრაელის მთავრობა:
📌პირბადეები არის სავალდებული ყველგან
📌თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება
📌ფაიზერის-მე 3 დოზით, “ბუსტერით” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს
📌ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული
📌500 ბავშვი 5 დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად, ვისაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადებები

✅რა უნდა ქნას საქართველომ:
📌სირაქლემას პიზიციიდან გამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან❗️
📌პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს❗️
📌ვისწავლოთ ისრაელისგან:

✅ეს ხელუსუფლებას:
📌📌სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100%-იანჯ პირბადის გარემო❗️
📌📌აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიებები❗️
📌📌მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია და ახლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნით “ბუსტერზე”, რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება. ისიც უნდა აუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთ ადამიანს მე-3 დოზაც არ დაიცავს და ამიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.
📌📌კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიდბი (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს)
📌📌”კოვიდ საშვები” დანერგეთ, რაც შეიძლება, მალე. აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.

✅ეს მოსახლეობას:
📌📌გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლე
📌📌გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე. ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას
📌📌დარჩით სახლში, თუ შეგიძლიათ. თუ არ ან ვერ რჩებით სახლში, მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ, დაიცვათ 2-მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის
📌📌ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100%-ით ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს – 60%-დან 94%-მდე, გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას. ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100%-ით არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია.
📌📌გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა, კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ, თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში.
📌📌დაუჯერეთ საღ აზრს…

ჯანმრთელობას გისურვებთ 🙂