მთავარი ახალი ამბები იქმნება ვაქცინა ცხვირის სპრეის სახით, მიმდინარეობს კვლევები ამ მიმართულებით

იქმნება ვაქცინა ცხვირის სპრეის სახით, მიმდინარეობს კვლევები ამ მიმართულებით

381
0

ნემსის გარეშე აცრის აშკარა უპირატესობის გარდა, შვიდმა ახალმა ინტრანაზალურმა COVID-19 ვაქცინამ შეიძლება შემოგვთავაზოს დაცვის ორი დამატებითი ფენა SARS-CoV-2 ინფექციისგან, ამბობენ ექსპერტები.

პირველ რიგში, ინტრანაზალურ ვაქცინებს შეუძლიათ წარმოქმნან ანტისხეულები და გაააქტიურონ იმუნური სისტემის სხვა კომპონენტები ცხვირსა და ზედა სასუნთქ გზებში და შექმნან დაცვის პირველი ხაზი ინფექციისგან. მეორე, თუ ინფექცია მაინც დაიწყება, ცხვირის ადგილობრივი რეაქცია შეიძლება იყოს უფრო სწრაფი, ვიდრე სისტემური, რაც SARS-CoV-2– ს ნაკლებად აძლევს შესაძლებლობას გამრავლდეს და გადაეცეს სხვებს.

თუ COVID-19– ის ერთი ან მეტი ინტრანაზალური ფორმულა მიიღებს აშშ – ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის საგანგებო გამოყენების ნებართვას ან დამტკიცებას, იდეალური სტრატეგია შეიძლება იყოს ინტრამუსკულური ვაქცინაციის შერწყმა ინტრანაზალური ბუსტერული დოზით, აღნიშნავენ ავტორები.

ამ ,,ერთი-ორი” ვაქცინის კომბინაციას შეუძლია გაზარდოს დაცვა ორი იმუნოგლობულინის (ცხვირის ლორწოვანისა და სისხლის) იმუნური პასუხის გააქტიურების გზით.

ინტრამუსკულური (კუნთშიდა) ვაქცინაცია უნდა იწვევდეს სისტემურ ან ცენტრალურ იმუნიტეტს, რომელიც უზრუნველყოფს სისხლში მოცირკულირე ძლიერი ანტისხეულების – IgG – რეაქციას. ინტრანაზალური ვაქცინაცია კი უნდა აძლიერებდეს ლორწოვან იმუნიტეტს ცხვირის ლორწოვანში და უპირატესად გამოიწვევს IgA ანტისხეულების პასუხს, უმეტესად ცხვირის გასავალ გზებში. ” განაცხადა ბატონმა რენდალმა, პროფესორმა კლინიკური იმუნოლოგიისა და რევმატოლოგიის განყოფილების ალაბამას უნივერსიტეტის მედიცინის დეპარტამენტში, ბირმინგემში, ალაბამა.

”ორივე იმუნური პასუხის ქონა უზრუნველყოფს უფრო მეტ დაფარვას” – დასძინა იქვე.

ტაილანდში ცხვირის სპრეის სახით ორი კორონავირუსის ვაქცინის გამოყენება ადამიანებზე ცდების სახით ამ წლის ბოლოსთვის დაიწყება, მას შემდეგ რაც თაგვებზე ჩატარებული ცდებმა პერსპექტიული შედეგი გამოიღო, განაცხადა ოთხშაბათს ტაილანდის მთავრობამ.

წყარო: medscape.com