მთავარი ახალი ამბები კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

კახეთში მოკლული 3 პირიდან ერთ-ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა

215
0

თელავში დღეს მოკლული სამი პირიდან ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატისა და ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმაა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელიც ზვიადაურისა და მისი მეგობრის მისამართით ისროდა.

თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ორი დაჭრილია მოთავსებული, ხოლო არსებული ინფორმაციით, სამი პირი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

კახეთში მკვლელობა ცოტა ხნის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.