მთავარი საზოგადოება სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო WhatsApp-ს პაველ დუროვი კრახს უწინასწარმეტყველებს

სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო WhatsApp-ს პაველ დუროვი კრახს უწინასწარმეტყველებს

176
0

Vkontakte–სა და Telegram-ის შემქმნელი პაველ დუროვი, რომელიც რუსეთის უმდიდრეს ადამიანებს შორის მეცხრე ადგილს იკავებს, აცხადებს, რომ მალე WhatsApp-ის მომხმარებლები Telegram-ში გაიქცევიან.

მისი პროგნოზით, „მწვანე მესენჯერს“ პრივატულობისადმი არასწორი მიდგომები ჩაკლავს.

დუროვის თქმით, WhatsApp-ის მთავარი პრობლემა დახურული საწყისი კოდი და სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაა. გარდა ამისა, WhatsApp-იდან ინფორმაციის გაჟონვები ხდება, როცა „Telegram-ს მსგავსი პრობლემები არც ერთხელ არ ჰქონია“ (სინამდვილეში, იყო). როდესაც ჰაკერული თავდასხმის შედეგად WhatsApp-ის მომხმარებელთა კამერებსა და მიკროფონებზე წვდომა მოიპოვეს კიბერ დამნაშავეებმა, დუროვმა განაცხადა, რომ „ეს სიახლე არ გაჰკვირვებია“. მისივე თქმით, როდესაც WhatsApp უსაფრთხოების მიმართულებით ერთ ხარვეზს ასწორებს, მყისვე ჩნდება ახალი პრობლემა“.

დუროვის აზრით, მომხმარებელთა პირადი მონაცემებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამოა, რომ WhatsApp ავტორიტარულ მთავრობებსა და თაღლითებს ასე მოსწონთ. დუროვმა WhatsApp პლაგიატშიც დაადანაშაულა და ივარაუდა, რომ ცუკერბერგს მთელი განყოფილება აქვს, რომელიც Telegram-ის პოპულარობის მიზეზებს იკვლევს.

WhatsApp-ს საბოლოოდ დაასამარებს ბოლო დროს კონფიდენციურობის პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები, მიიჩნევს დუროვი. „გასაკვირი არაფერია იმაში, რომ მომხმარებლების WhatsApp-იდან Telegram-ში მომხმარებლების გაქცევა, რაც წლებია გრძელდება, დაჩქარდა“, – წერს დუროვი.

დღეისათვის Telegram-ის მომხმარებელთა აუდიტორია მთელ მსოფლიოში 500 მლნ ადამიანს ითვლის, როცა WhatsApp პოპულარობით პირველ ადგილზეა 2 მლრდ მომხმარებლით. მიუხედავად ამისა, Mediascope–მ 2020 წელს Telegram–ის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა დააფიქსირა რუსეთში, WhatsApp-ის პოპულარობის კლების ფონზე. დუროვის სიტყვებს ადასტურებენ Reuters-შიც. მკვლევარების მონაცემებით, 2021 წლის დასაწყისში WhatsApp-ის ჩამოტვირთვის რაოდენობა 11%–ით შემცირდა.