მთავარი ახალი ამბები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა

დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა

250
0

დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში კოვიდბარათები უფასოდ გაიცემა.

კოვიდბაართზე პირისთვის ჩატარებული სრული ან ნაწილობრივი ვაქცინაციისა და ბოლო PCR კვლევის შესახებ ინფორმაცია, ასევე, აცრის უნიკალური QR კოდი და პირადი მონაცემებია დატანილი და იუსტიციის სახლის შტამპითაა დამოწმებული.

კოვიდბარათზე განცხადების წარდგენა უფასოა. დოკუმენტი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე განცხადების წარდგენისთანავე გაიცემა; მომსახურების მიღება , ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეს კოვიდბარათი საქართველოს ფარგლებს გარეთ წარსადგენად აპოსტილით/ლეგალიზაციით დამოწმებული ესაჭიროება, მათ აღნიშნული სერვისის მიღება ადგილზე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ.

დოკუმენტის მიღება საქართველოს მასშტაბით უკლებლივ ყველა ფილიალშია შესაძლებელი.