მთავარი ახალი ამბები დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე: მე ორჯერ გავიმარჯვე და ახლა...

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე: მე ორჯერ გავიმარჯვე და ახლა ისევ უნდა გავიმარჯვო – თუ ქვეყნის გადარჩენას ვაპირებთ, გადაწყვეტილებას მივიღებ

180
0

ავღანეთში შექმნილი კრიზისის ფონზე, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე საუბრობს.

„ჩვენ ორჯერ გავიმარჯვეთ. მე ორჯერ გავიმარჯვე და ახლა ისევ უნდა გავიმარჯვო. ვფიქრობ, თუ ქვეყნის გადარჩენას ვაპირებთ, გადაწყვეტილებას მივიღებ“, – აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა ლიზა ბუტის პოდკასტში.

დონალდ ტრამპის თქმით, ის შესაბამის გადაწყვეტილებას აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შემდეგ გამოაცხადებს, რომელიც 2022 წელს გაიმართება.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს აშშ ავღანეთში სიტუაციას აკონტროლებდა.

„თალიბანთან“ უმაღლეს დონეზე მქონდა ურთიერთობა . ჯარი ბოლოს უნდა გამოეყვანათ. ეს დიდი შეცდომა იყო. სამხედროები გამოიყვანეს და 35-45 000 ადამიანი დატოვეს. საშინელი მარცხია“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

წყარო: Imedinews.Ge