მთავარი ახალი ამბები დანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება

დანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება

552
0

10 სექტემბრიდან დანიაში კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოიხსნება. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გარდა ამისა, მთავრობამ COVID-19 სოციალურად საშიში დაავადებების სიიდან ამოიღო.

„ნაწილობრივ ეს უკავშირდება ვაქცინაციის ფართო გავრცელებას, ნაწილობრივ კი ეპიდემიის მკაცრ კონტროლს“, – აცხადებენ უწყებაში. ჯანდაცვის მინისტრმა, მაგნუს ჰოინიკემ ქვეყანაში ვაქცინაციის დონეს „ძალიან მაღალი“ უწოდა.

ჰოინიკეს განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდვითარება მოულოდნელად გაუარესდება, შეზღუდვები შესაძლოა კვლავ დაწესდეს.

წყარო: ImediNews.Ge