მთავარი ახალი ამბები ამერიკელი კონგრესმენი: „თალიბანის“ ხელში $85 მილიარდის ღირებულების საბრძოლო ტექნიკა აღმოჩნდა

ამერიკელი კონგრესმენი: „თალიბანის“ ხელში $85 მილიარდის ღირებულების საბრძოლო ტექნიკა აღმოჩნდა

308
0

ამერიკელი კონგრესმენი, წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯიმ ბენქსი აცხადებს, რომ ავღანეთში „თალიბანის“ ხელში 85 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საბრძოლო ტექნიკა აღმოჩნდა. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს.

ჯიმ ბენქსის თქმით, ავღანეთში დატოვებულ შეიარაღებას შორისაა 200 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 75 000 ავტომობილი და 600 000 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. კონგრესმენის თქმით, ახლა „თალიბანს“ Black Hawk-ის ტიპის იმაზე მეტი ვერტმფრენი აქვს, ვიდრე მსოფლიოს ქვეყნების 85%-ს.

„თუ ეს შეიარაღება ახლა ან მომავალში გამოყენებული იქნება ამერიკელების წინააღმდეგ, ამაში დამნაშავე ჯო ბაიდენი იქნება“, – ამბობს კონგრესმენი ჯიმ ბენქსი.

15 აგვისტოს „თალიბანის“ წევრები ქაბულში შევიდნენ. ამის შემდეგ აშშ-ის საელჩოდან დიპლომატების ევაკუაცია ვერტმფრენით განხორციელდა. ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი ქვეყნიდან გაიქცა. „თალიბანი“ ავღანეთს პრაქტიკულად სრულად აკონტროლებს. სამოქალაქო ავიამიმოსვლა „თალიბანთან“ შეწყვეტილია, ფრენებს მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავები ახორციელებენ, რომლებითაც მოსახლეობის ევაკუაცია ხორციელდება.

წყარო: imedinews.ge