მთავარი ახალი ამბები Bloomberg: კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების

Bloomberg: კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია ვიდრე ვაქცინირებულების

427
0

ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, იმ ადამიანების დელტა შტამით დაინფიცირების რისკი, რომლებმაც კოვიდ ინფექცია უკვე გადაიტანეს, ბევრად დაბალია, ვიდრე Pfizer/BioNTech-ით ორმაგად ვაქცინირებულების.

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ ინფექციის გადატანის შემდეგ გამომუშავებული ე.წ. ბუნებრივი იმუნიტეტი უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინაციის შედეგად მიღებული. ასევე, მეცნიერების თქმით, Pfizer-BioNTech-ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების კოვიდის დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ კოვიდგადატანილებისთვის ვაქცინის ერთი დოზით იმუნიზაციაც კი, ვირუსის მიმართ იმუნიტეტს საგრძნობლად ზრდის.