მთავარი ახალი ამბები ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს

130
0

ნიგერიაში შეიარაღებულმა პირებმა სკოლიდან 73 ბავშვი გაიტაცეს. ინფორმაციას საგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირებმა ბავშვები ზამფარას შტატში მდებარე ერთ-ერთი სკოლიდან გაიტაცეს.

ამჟამად სამძებრო და სკოლის მოსწავლეების გადარჩენის ოპერაცია მიმდინარეობს.

2020 წლის დეკემბრიდან დღემდე, ნიგერიის სხვადასხვა სკოლიდან ათასზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს. მათი ნაწილი გაათავისუფლეს, ნაწილი კი დღემდე დაკარგულად ითვლება.

წყარო: Imedinews.Ge