მთავარი ახალი ამბები „Georgian Airways“-ის განცხადება

„Georgian Airways“-ის განცხადება

89
0

✈️ დღევანდელი რეისი – A9 681 თბილისი-ვენა – შესრულდა მოგვიანებით. მიზეზი გახდა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა 2 საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე, რათა დაეწვა გარკვეული რაოდენობის საწვავი, სანამ დაეშვებოდა.

🙏🏻 მადლობას ვუხდით ჩვენს მფრინავებს, თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც მოახერხეს 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე!

✈️ ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ!
კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პილოტებს და ტექნიკურ გუნდს, გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის!