მთავარი მიმართულებები პოლიტიკა ᲝᲚᲘᲕᲔᲠ ᲡᲢᲝᲣᲜᲘ ᲐᲨᲨ-Ს ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐᲖᲔ: ”ᲩᲕᲔᲜ ᲙᲘ ᲐᲠ ᲕᲐᲠᲗ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔᲨᲘ, ᲩᲕᲔᲜ ᲕᲐᲠᲗ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ...

ᲝᲚᲘᲕᲔᲠ ᲡᲢᲝᲣᲜᲘ ᲐᲨᲨ-Ს ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐᲖᲔ: ”ᲩᲕᲔᲜ ᲙᲘ ᲐᲠ ᲕᲐᲠᲗ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔᲨᲘ, ᲩᲕᲔᲜ ᲕᲐᲠᲗ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲓᲘᲓᲘ ᲡᲐᲤᲠᲗᲮᲔ”

97
0

Middle East Eye-ის ჟურნალისტებმა ინტერვიუ აიღეს ცნობილი ჰოლივუდელი რეჟისორისგან, ოლივერ სტოუნისგან, რომელმაც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა აშშ-ს საგარეო და საშინაო პოლიტიკა.

ol.jpg

ოლივერ სტოუნმა უკვე მოასწრო ფილმის გადაღება კენედის მკვლელობაზე, ვიეტნამის ომზე და 11 სექტემბრის ტერაქტებზე. სტოუნის ბოლო ფილმებიდან ყველაზე დიდი ხმაური დოკუმენტურმა სერიალმა, სახელად (The Untold History of the United States) ”აშშ-ს უცნობი ისტორია”-მ გამოიწვია, სადაც ნაჩვენებია ალტერნატიული ვერსია აშშ-ს მიერ მეორე მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ წარმოუებულ საგარეო პოლიტიკაზე.

როგორც ცნობილმა რეჟისორმა აღნიშნა, ამ ფილმზე მუშაობის დროს ის შოკირებული იყო ამერიკელების სისასტიკით, რაც მათ ახლო აღმოსავლეთში შეჭრის დროს გამოიჩინეს.

აღნიშნული სერიალის სრულად ყურება შეგიძლიათ შემდგომ ბმულზე: http://adjaranet.com/TVShow?id=500420

როგორც ოსკარის სამგზის მფლობელმა განაცხადა, ვაშინგტონმა ახლო აღმოსავლეთს თვალი ჯერ კიდევ 30-იან წლებში დაადგა, ხოლო ექსპანსიონიზმის პიკი ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს დადგა, როდესაც მან ერაყში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აშშ-ს არ დარჩა არცერთი პარტნიორი ახლო აღმოსავლეთში. ”ჩვენ მთელი რეგიონის დესტაბილიზაცია მოვახდინეთ და შევქმენით მართვადი ქაოსი. და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ გვყოფნის გამბედაობა, რომ კიდევ ”ისლამური სახელმწიფო” დავადანაშაულოთ’‘ – აცხადებს ინტერვიუში სტოუნი. სერიალის სცენარის წერაში ოლივერ სტოუნს ცნობილი ამერიკელი ისტორიკოსი პიტერ კუზნიკი მიეხმარა.

41090

ენერგორესურსების მიმართ ვაშინგტონის სიხარბე გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რომ ამერიკელებმა ერთ-ერთ ყველაზე არაჰუმანურ და არადემოკრატიული მმართველობის მქონე საუდის არაბეთთან დაიწყეს თანამშრომლობა და 1953 წელს ირანში მოჰამედ მოსადეყის პროგრესული ხელისუფლება დაამხეს.

”ჩვენ ვქმნით განუკითხაობას, ხოლო შემდგომ სამხედრო ძალის გამოყენებაზე გადავდივართ. მაგრამ სამხედრო ძალით პრობლემები არ გვარდება” – ამბობს სტოუნი.

”იყო ამერიკელი ძალიან კომფორტულია, თავი შეიძლება უსაფრთხოდ იგრძნო. მაგრამ ამავდროულად მთელი მსოფლიო მტრულად არის განწყობილი აშშ-ს მოქალაქეების მიმართ და ეს არ არის შემთხვევითი” – დასძინა ოსკაროსნმა რეჟისორმა.

2016 წელს ოლივერ სტოუნის ახალი ფილმი გამოვიდა ედვარდ სოუდენზე, რომელიც წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ფილმი გამოდგა. ფილმის გადაღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგანაც ჰოლივუდის რამდენიმე სტუდიამ უარი თქვა ფილმის გადაღებაზე. ბოლოს სტოუნი იძულებული გახდა ფილმის უმეტესი ნაწილი აშშ-ს საზვრებს გარეთ გადაეღო. ფილმი დოკუმენტურ მასალებზეა დაფუძნებული.

სნოუდენი თავისუფლად შეგვიძლია XXI საუკუნის ერთ-ერთ გმირად მივიჩნიოთ, თუ გავითვალისწინებთ იმას რამხელა რისკზე წავიდა ის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებისას. დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ მთელი მსოფლიოსთვის ნათელი გახდა რომ:
ამერიკული დაზვერვა თავის საქმიანობაში არაკანონიერ მეთოდებს იყენებს
პრეზიდენტი ბარაკ ობამას ბრძანებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ამერიკელები კიბერშეტევებს აწყობდნენ
ანონის უხეში დარღვევით ამერიკული დაზვერვა ძალიან ბევრი ადამიანის (მათ შორის სახელმწიფოს ლიდერების) სატელეფონო საუბრებს უსმენდა მთელ მსოფლიოში
აღნიშნული ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე – http://net.adjara.com/Movie/main?id=13190

ინტერვიუს ორიგინალი – http://bit.ly/1P7wUGN

წყარო: პოლიტიკანო