მთავარი Travel მთაში დაკარგული ამერიკელი მაშველების ზარებს არ პასუხობდა, რადგან უცხო ნომრიდან რეკავდნენ

მთაში დაკარგული ამერიკელი მაშველების ზარებს არ პასუხობდა, რადგან უცხო ნომრიდან რეკავდნენ

176
0

აშშ-ში, კოლორადოს შტატში ებერტის მთაზე დაკარგული კაცი მაშველების ზარებს არ პასუხობდა, ვინაიდან ისინი უცხო ნომრიდან ურეკავდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კაცი ლაშქრობაში 18 ოქტომბერს წავიდა, მისი ძებნა კი მაშველებმა იმავე საღამოს დაიწყეს. ისინი მთაში დაკარგულ მოქალაქეს რამდენიმე საათის განმავლობაში ურეკავდნენ, შემდეგ კი ტყეში დილამდე ეძებდნენ.

19 ოქტომბერს დილით კაცი მთიდან ჩამოვიდა და განაცხადა, რომ გზა აებნა, ხოლო ზარებს იმიტომ არ პასუხობდა, რომ ნომერი არ ეცნო. აღსანიშნავია, რომ მან მთიდან ჩამოსვლა დამოუკიდებლად შეძლო.

წყარო: imedinews.ge