ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 00:43, 13 იანვარი 2026
მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები / ეპიცენტრი

მოლდოვის პრეზიდენტი: "რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მივცემდი"

მოლდოვის პრეზიდენტი: "რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მივცემდი"

მაია სანდუ ამბობს, რომ რეფერენდუმის შემთხვევაში, რუმინეთთან გაერთიანებას ხმას მისცემდა.

ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში. მოლდოვის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის, როგორც დემოკრატიული და სუვერენული ქვეყნისთვის, გადარჩენა და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა სულ უფრო რთული ხდება“, - განაცხადა სანდუმ.

სანდუს თქმით, კარგად ესმის, რომ მოლდოველების უმეტესობა მის პოზიციას არ იზიარებს.

„როგორც მოლდოვის პრეზიდენტს მესმის, რომ არ არსებობს უმრავლესობა, რომელიც რუმინეთთან გაერთიანებას მხარს დაუჭერდა, მაგრამ არსებობს უმრავლესობა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევისთვის ვმუშაობთ. ეს ბევრად უფრო რეალისტური მიზანია, რომელიც სუვერენიტეტის დაცვაში გვეხმარება“, - აღნიშნა სანდუმ.
ახალი ამბები