ზელენსკი დავოსში: "ტრამპი არ შეიცვლება, ევროპას კი ტემპისთვის ფეხის აწყობა უჭირს"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „არ შეიცვლება“, - იტყობინება პოპულარული ქართული საინფორმაციო ვებგვერდი primenews.ge
მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, თუმცა ევროპისთვის რეალურად არ მოქმედებს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ არსებობენ ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც "მართლაც ძლიერები არიან“, მაგრამ მათ ხშირად სჭირდებათ ვინმე გარედან, ვინც ეტყვის, რამდენ ხანს უნდა გაძლონ და შეინარჩუნონ ეს სიმტკიცე.
ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ის პოლიტიკის დინამიკაზე და აღნიშნა, რომ ამერიკა პოზიციებს ცვლის, თუმცა ზუსტად არავინ იცის - როგორ.
დასასრულს, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გამოწვევები, რომელთა წინაშეც მსოფლიო დგას, წარმოადგენს გამოწვევებს ევროპული ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
