ჯენსენ ჰუანგი: "AI არ გვართმევს სამუშაოს — გვაიძულებს, უკეთ ვიმუშაოთ"
NVIDIA-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ჯენსენ ჰუანგი ხელოვნურ ინტელექტს საფრთხედ არ აღიქვამს და მას ახალ ინდუსტრიულ რევოლუციად მიიჩნევს, რომელიც ძირეულად შეცვლის სამუშაოს არსს. მისი შეფასებით, AI-ის ეპოქაში ყველა პროფესია შეიცვლება და ადაპტირება გარდაუვალია.
ჰუანგი არ უარყოფს, რომ გარკვეული სამუშაოები გაქრება, თუმცა ამას ისტორიულ პროცესად ხედავს:
TIME-თან ინტერვიუში ჰუანგმა გააფრთხილა, რომ ადამიანები სამუშაოს დაკარგავენ არა AI-ის გამო, არამედ იმ ადამიანებთან კონკურენციაში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს უკეთ იყენებენ. მისი გზავნილი მკაფიოა:
ჰუანგის შეფასებით, AI პროდუქტიულობასა და შემოსავლებს გაზრდის, რაც ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და გლობალურ ეკონომიკას მნიშვნელოვნად გააფართოებს. მისი თქმით, ტექნოლოგიური რევოლუციის პირობებში მთავარი რისკი არა ცვლილებაა, არამედ მასთან ფეხის ვერ აწყობა.
სტატია მომზადებულია primenews.ge-ის მიერ.
