Amazon მასშტაბურ ოპტიმიზაციას აგრძელებს — კომპანია კიდევ 14,000 თანამშრომლის შემცირებას გეგმავს
primenews.ge-ის ინფორმაციით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon თანამშრომლების შემცირების მეორე ფართო ეტაპს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია უკვე მომავალი კვირიდან დამატებით დაახლოებით 14,000 ადამიანის გათავისუფლებას აპირებს.
ეს გადაწყვეტილება უფრო დიდი რეორგანიზაციის ნაწილია, რომლის ფარგლებში საერთო ჯამში 30,000 სამუშაო ადგილის გაუქმებაა დაგეგმილი. პირველი ეტაპი გასული წლის ოქტომბერში განხორციელდა, როდესაც სამსახური ასევე დაახლოებით 14,000 თანამშრომელმა დაკარგა.
არსებული ინფორმაციით, შემცირებები შეეხება კომპანიის მნიშვნელოვან მიმართულებებს, მათ შორის — AWS-ს, საცალო ვაჭრობის სეგმენტს, Prime Video-სა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტს.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ჯესი, ამ ნაბიჯს ბიუროკრატიული სტრუქტურების შემცირებისა და მენეჯმენტის გამარტივების აუცილებლობით ხსნის. მისი განცხადებით, Amazon-მა უნდა შეინარჩუნოს სტარტაპისთვის დამახასიათებელი მოქნილობა და გარკვეულ პროცესებში ადამიანური რესურსი ხელოვნური ინტელექტით ჩაანაცვლოს.
