admin
თარიღი: 14:50, 20 ოქტომბერი 2025
ეკონომიკა / ტექნოლოგიები / ეპიცენტრი

როგორ მიიღეს Google-ის ინვესტორებმა ChatGPT Atlas-ის გამოსვლის სიახლე?

როგორ მიიღეს Google-ის ინვესტორებმა ChatGPT Atlas-ის გამოსვლის სიახლე?

ვებბრაუზერების ბაზარზე მორიგი მსხვილი მოთამაშე - OpenAI გამოჩნდა, რომელმაც საზოგადოებას ახალი თაობის AI-ბრაუზერი, ChatGPT Atlas-ი წარუდგინა.

მართალია, აპლიკაცია ჯერ მხოლოდ MacOS-ზეა ხელმისაწვდომი და სატესტო რეჟიმში მუშაობს, თუმცა მან უკვე მოახერხა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და ინვესტორთა ნაწილის შეშფოთება.

დამფრთხალ ინვესტორებს შორის ძირითადად Google-ის აქციონერები არიან, ანუ კომპანიის, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ბრაუზერი, Chrome-ი ეკუთვნის.

Atlas-ის გამოჩენის სიახლე ინვესტორებმა იმდენად ცუდად მიიღეს, რომ Google-ის აქციები თითქმის 3%-ით დაეცა. მიზეზს რაც შეეხება, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ მომხმარებელთა ნაწილი ახალ ბრაუზერზე გადავა, რაც Chrome-ზე მოთხოვნას შეამცირებს, ანუ Google-ი ნაკლებ მონაცემებს მიიღებს მომხმარებლების შესახებ და დაკარგავს იმ აუდიტორიის ნაწილს, რომელსაც რეკლამებს სთავაზობს. საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა Google-ის შემოსავლების შემცირება უნდა გამოიწვიოს, თუმცა ეს ვარაუდი დღეს მხოლოდ თეორიულია, რადგან Chrome-ის ჩანაცვლება აქამდეც არაერთ კომპანიას უცდია, მათ შორის, Apple-სა და Microsoft-ს - თუმცა უშედეგოდ.

წყარო: bm.ge