ბიონსე მილიარდერი გახდა
ამერიკელი მომღერალი ბიონსე (ნამდვილი სახელი ბიონსე ჯისელ ნოულსი) მილიარდერთა კლუბს ოფიციალურად შეუერთდა. Forbes–ის ცნობით, ის ისტორიაში მეხუთე მუსიკოსია, რომელმაც 1 მილიარდ დოლარი გამოიმუშავა.
სულ Forbes-ის მილიარდერთა სიაში გართობის სფეროს 22 წარმომადგენელია, მათ შორის: ამერიკელი რეპერი, ბიზნესმენი და მსახიობი ჯეი-ზი, მომღერალი და მსახიობი ტეილორ სვიფტი, სიმღერების ავტორი და მომღერალი ბრიუს სპრინგსტონი და მომღერალი რიანა.
ჟურნალის მონაცემებით, 2024 წლის ქანთრი ალბომმა – Cowboy Carter-მა, ბიონსეს შობაზე NFL-ის შესვენებაზე გამოსვლა და 2025 წლის ყველაზე შემოსავლიანი საკონცერტო ტურნე მოუტანა. 2023 წელს ბიონსემ თავისი მსოფლიო ტური Renaissance World Tour-ი დაასრულა, რომელმაც დაახლოებით 600 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 2025 წლის ტურნემ კი, რომელიც Cowboy Carter-ის მხარდასაჭერად, აშშ-სა და ევროპაში ცხრა სტადიონზე გაიმართა, მომღერლის ბიუჯეტი 450 მილიონი დოლარით შეავსო.
Forbes-ის მონაცემებით, 2025 წელს ბიონსეს შემოსავალმა 148 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მას მსოფლიოში მესამე ყველაზე მაღალანაზღაურებად მუსიკოსად აქცევს.
ბიონსეს ფინანსური წარმატების გასაღები მისი ბიზნეს მოდელია. 2010 წელს მომღერალმა Parkwood Entertainment – ი დააარსა, რომელმაც მისი კარიერის ყველა ასპექტზე კონტროლი დაამყარა. Forbes-ის ცნობით, ამან ბიონსეს ხარჯების შემცირებისა და პროექტებიდან მოგების გაზრდის საშუალება მისცა. მომღერლის ბიზნეს-იმპერიაში მუსიკის გარდა, Cécred-ის თმის მოვლის ბრენდი და SirDavis-ის ვისკიც შედის, თუმცა ქონების უმეტესი ნაწილი ბიონსეს მუსიკალური კატალოგის უფლებებზე და გლობალური ტურნეებიდან მიღებულ შემოსავალზე მოდის. მომღერალმა Netflix-ის დოკუმენტური ფილმისთვის Homecoming დაახლოებით 60 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, 50 მილიონი დოლარი NFL-ის საშობაო შოუში მონაწილეობისა და 10 მილიონი დოლარი ჯინსი Levi’s-ის სარეკლამო მიიღო.
დეკემბრის შუა რიცხვებში მილიარდერთა კლუბს ჰოლივუდის რეჟისორი ჯეიმს კამერონიც შეუერთდა, რითიც სტივენ სპილბერგის, ჯორჯ ლუკასის, პიტერ ჯექსონის და ტაილერ პერის შემდეგ მეხუთე მილიარდერი რეჟისორი გახდა.
წყარო: okmagazine
