ნიკო გვენეტაძე
თარიღი: 2026
მეცნიერება / ტექნოლოგიები / საზოგადოება / სოციალური თემა

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: გარდაუვალი ცვლილება და საქართველოს IT რეალობა

ხელოვნური ინტელექტი განათლებაში: გარდაუვალი ცვლილება და საქართველოს IT რეალობა

ხელოვნური ინტელექტი (AI) სწრაფად ცვლის განათლების სისტემას და სწავლების ტრადიციულ მოდელებს სულ უფრო არაეფექტურს ხდის. დღეს სწავლა აღარ ნიშნავს ერთნაირ პროგრამას ყველა სტუდენტისთვის — AI-ის დახმარებით განათლება უფრო მოქნილი, პერსონალიზებული და პრაქტიკულ შედეგებზე ორიენტირებული ხდება. ტექნოლოგიამ უკვე შეცვალა არა მხოლოდ სწავლების მეთოდები, არამედ ისიც, თუ როგორ ვემზადებით კარიერისთვის.

AI-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა პერსონალიზებული სწავლებაა. თანამედროვე პლატფორმები, როგორიცაა Coursera და Khan Academy, იყენებენ ალგორითმებს, რომლებიც სტუდენტის ცოდნის დონეს, სიჩქარესა და საჭიროებებს აანალიზებენ და შესაბამის სასწავლო მასალას სთავაზობენ. შედეგად, სწავლა აღარ არის „ერთი ზომა ყველასთვის“ პრინციპით აგებული.

ამავე დროს, AI-ზე დაფუძნებული ვირტუალური ასისტენტები და ჩატბოტები სტუდენტებს ეხმარებიან 24/7 რეჟიმში — პასუხობენ კითხვებს, ხსნიან რთულ თემებს და წერით ნამუშევრებსაც კი ასწორებენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია IT მიმართულებით, სადაც თვითსწავლა და პრაქტიკა გადამწყვეტ როლს თამაშობს.

საქართველოს IT სექტორის სწრაფმა ზრდამ განათლებაზე მოთხოვნაც მკვეთრად გაზარდა. ქართული საინფორმაციო პლათფორმის, primenews.ge-ის ინფორმაციით,  დღეს ქვეყანაში კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებაზე 12 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს 21 უნივერსიტეტში. თუმცა, პარალელურად, საბაზისო IT პოზიციებზე მოთხოვნა შედარებით შემცირდა, რადგან ბევრი რუტინული ამოცანა უკვე ავტომატიზებულია. ამის ფონზე, ქართველი სპეციალისტების საერთაშორისო ჩართულობა იზრდება — GitHub-ზე საქართველოდან რეგისტრირებული დეველოპერების რაოდენობა ერთ წელიწადში 22%-ით გაიზარდა და 138 ათასს გადააჭარბა.

გლობალური ტენდენციები კიდევ უფრო მკაფიო სიგნალს გვაძლევს: World Economic Forum-ის შეფასებით, 2030 წლისთვის სამუშაო პროცესები ადამიანურ, ტექნოლოგიურ და ჰიბრიდულ მოდელებს შორის გადანაწილდება. ეს ნიშნავს, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად უწყვეტი სწავლა და კვალიფიკაციის ამაღლება გარდაუვალია. AI განათლებაში ამ პროცესის მთავარი ინსტრუმენტია — არა საფრთხე, არამედ აუცილებელი ადაპტაციის გზა.

განაგრძე კითხვა
ბოლო 30 წელიწადში მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 80%-ით გაიზარდა – რას უკავშირებენ მკვლევრები ადრეული კიბოს ზრდას
ბოლო 30 წელიწადში მსოფლიოში კიბოს შემთხვევები 80%-ით გაიზარდა – რას უკავშირებენ მკვლევრები ადრეული კიბოს ზრდას
საზოგადოება / სოციალური თემა / მსოფლიო / მეცნიერება
როგორი კოლეგები არიან ზოდიაქოს ნიშნები და როგორ გამოვნახოთ მათთან საერთო ენა
როგორი კოლეგები არიან ზოდიაქოს ნიშნები და როგორ გამოვნახოთ მათთან საერთო ენა
ჰოროსკოპი / ეპიცენტრი / სხვა
ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდების ChatGPT-სადმი მიმართვიანობა იზრდება - სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ
ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდების ChatGPT-სადმი მიმართვიანობა იზრდება - სპეციალისტები საფრთხეებზე საუბრობენ
ეპიცენტრი / სოციალური თემა / ეკონომიკა / მეცნიერება / ტექნოლოგიები / კრიმინალი
ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისთვის 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
პოლიტიკა / ეკონომიკა
ახალი ამბები