სპორტი
ხვიჩა კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შედეგი დააფიქსირა
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-12 ტურში "პსჟ" "ლიონს" დაუპირისპირდა, სადაც პარიზელებმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ამ თამაშში გოლი გაიტანა და ისტორიული შედეგიც დააფიქსირა.
კერძოდ, ქართველმა შემტევმა ევროპის TOP 5 ლიგაში 33-ე გოლი გაიტანა, რითაც ალექსანდრე იაშვილსა და ლევან კობიაშვილს გადაასწრო.
ამ შედეგით კი კვარაცხელია ევროპაში ყველაზე შედეგიანი ქართველი ფეხბურთელი გახდა.
ცნობისთვის, "ლიონთან" გატანილი ბურთი ხვიჩასთვის ლიგა 1-ის ამ სეზონში პირველი გოლი იყო.
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
