ეკონომიკა
"ბათუმის პორტის" ტვირთბრუნვამ 6 მლნ ტონას გადააჭარბა - "ყაზტრანსოილი"
ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა. "ყაზტრანსოილის" მონაცემებით, 2025 წლის 1 ნოემბრისთვის „ბათუმის საზღვაო ნავსადგური“ 6 მილიონზე მეტ ტონას ტვირთს მოემსახურა.
გადატვირთვის მოცულობის ზრდა, ძირითადად, განპირობებული იყო კონტეინერების, საბორნე და გარკვეული სახის მშრალი ტვირთების გადაზიდვის გაზრდით. ზრდა ფიქსირდება ყაზახური წარმოშობის ნავთობპროდუქტების და მსუბუქი ნავთობპროდუქტების კუთხით.
"ჩვენ ვაგრძელებთ ბათუმის როლის გაძლიერებას, როგორც ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ძირითადი რგოლის, სტაბილური მარაგების უზრუნველყოფით და ყაზახეთს, საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების მხარდაჭერით“, - აცხადებს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ გენერალური დირექტორი.
წყარო: bm.ge
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
შავი ზღვის კაბელის პროექტი PCI/PMI-ის სტატუსის მოლოდინშია - ევროკომისია
„44 წლის ასაკში ყველას დაუმტკიცა, რომ ცდებოდნენ...“ - ადრიანა ლიმას მზადება Victoria Secret-ის შოუსთვის
მარიამ ქვრივიშვილი: სპეკულაციურ განცხადებებს უკანონო მიგრაციის პოტენციურ ზრდაზე Eagle Hill - ის მასშტაბურ ინვესტიციასთან კავშირი არ აქვს
რატომ იზრდება NOKIA-ს აქციები?
