admin
თარიღი: 20:55, 11 ნოემბერი 2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების ჟამს

შალვა პაპუაშვილი: სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების ჟამს

შალვა პაპუაშვილი საქართველოში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.

„ღრმად ვარ დამწუხრებული თურქეთის სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის საქართველოში ტრაგიკული კატასტროფის გამო. ჩემი ფიქრები ეკიპაჟის იმ წევრების ოჯახებთანაა, რომლებმაც სიცოცხლე დაკარგეს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს ამ მწუხარების ჟამს“, - წერს პაპუაშვილი.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. ტელეკომპანია „იმედმა“ კატასტროფის ამსახველი ვიდეოკადრები მოიპოვა.

მომხდარზე ოფიციალური ინფორმაცია უკვე გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

წყარო: imedinews.ge