admin
თარიღი: 21:58, 11 ნოემბერი 2025
სოციალური თემა / პოლიტიკა / მსოფლიო / სხვა / კრიმინალი / კონფლიქტები / ეპიცენტრი

ისლამაბადში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

ისლამაბადში ტერაქტს მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანის დედაქალაქში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 12 და დაშავდა 27 ადამიანი.

შემთხვევა სასამართლოს შენობასთან მოხდა - თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი თავდაპირველი მიზანი სასამართლო იყო, მაგრამ ის შენობაში ვერ შევიდა.

სამართალდამცველების პრიორიტეტი ამ ეტაპზე ტერორისტის იდენტიფიცირებაა. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ტერაქტში ინდოეთის მიერ აქტიურად მხარდაჭერილი ექსტრემისტები მონაწილეობენ. დელიში ბრალდებაზე პასუხი ჯერ არ გაუციათ.

წყარო: imedinews.ge