ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებად ავთანდილ ჭრიკიშვილი და სოსო ალიბეგაშვილი დაინიშნნენ
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებად ავთანდილ ჭრიკიშვილი და სოსო ალიბეგაშვილი დაინიშნნენ - ინფორმაციას მხარის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ავთანდილ ჭრიკიშვილი რეგიონში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებას უხელმძღვანელებს.
ის 2023 წლიდან დღემდე გარდაბნის, რუსთავის, მარნეულის, თეთრიწყაროს, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მასშტაბით მოქმედ 27 სპორტულ დარბაზს კურირებდა მწვრთნელისა და ტრენერთა ტრენერის სტატუსით ძიუდოში.
ჭრიკიშვილი არის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი ძიუდოში.
2014 წელს ის მსოფლიოს წლის საუკეთესო ჯუდოისტად დასახელდა და სპორტის დამსახურებული ოსტატის წოდება აქვს.
ადმინისტრაცია წერს, რომ სოსო ალიბეგაშვილი საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევა.
2025 წლის აპრილიდან დღემდე ის მუშაობდა რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურში, როგორც ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების კოორდინატორი.
მანამდე, 2024-2025 წლებში, ალიბეგაშვილი იყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი იმავე რეგიონებზე, ხოლო 2022-2024 წლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
წყარო: bm.ge
