ანა გულედანი
თარიღი: 17:30, 14 იანვარი 2026
ეპიცენტრი / სოციალური თემა / მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები

აშშ-მა შესაძლოა ირანს მომდევნო 24 საათში დაარტყას - Reuters

აშშ-მა შესაძლოა ირანს მომდევნო 24 საათში დაარტყას - Reuters

აშშ-მა, ირანზე დარტყმა, შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში განახორციელოს. ამის შესახებ reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ტრამპმა არაერთხელ ისაუბრა ირანში არსებულ ვითარებაზე, მაგრამ ჯერჯერობით, მისი მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვიერი იყო.

უცხოური მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა გადაწყვიტა ირანში მიმდინარე ამბებში ჩაერიოს, თუმცა მასშტაბები და დრო ჯერ დაზუსტებული არ არის.

ამასთან, აშშ-ს რეგიონში მდებარე საკვანძო ბაზებიდან პერსონალი გაჰყავს. ამის ფონზე, ისრაელის და არაბული ქვეყნების ხელისუფლებები აშშ-ს ირანზე თავდასხმებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ახალი ამბები