სოციალური თემა / მსოფლიო / პოლიტიკა / კონფლიქტები / ეპიცენტრი
აშშ ახლო აღმოსავლეთში მდებარე მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზიდან პერსონალს გაიყვანს
უცხოური მედიის თანახმად, ირანში ვითარების გამწვავების ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზიდან პერსონალს გაიყვანს.
Reuters-ის ცნობით, ვაშინგტონი რეგიონში არსებული რამდენიმე ბაზიდან ჯარისკაცების ნაწილს გაიყვანს.
CBS News-ის ინფორმაციით, აშშ ამცირებს პერსონალის რაოდენობას კატარში მდებარე ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე, რასაც ოფიციალურმა პირებმა „პრევენციული ზომა“ უწოდეს.
ამას წინ უძღოდა ირანელი ოფიციალური პირების განცხადება, რომ თეირანი ვაშინგტონის ნებისმიერი დარტყმის საპასუხოდ რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაბომბავს.
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
