admin
თარიღი: 10:04, 10 ნოემბერი 2025
მსოფლიო

WSJ: გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ საქმეზე ეჭვმიტანილების დაკავების ორდერი გასცა

WSJ: გერმანიამ „ჩრდილოეთ ნაკადის“ საქმეზე ეჭვმიტანილების დაკავების ორდერი გასცა

The Wall Street Journal-ის ცნობით, გერმანიის მთავრობამ რუსული გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკადის“ საქმეზე 7 ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასცა. გამოძიებამ, რომელიც სამი წელი მიმდინარეობდა, შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც 3 უკრაინელი სამხედროსა და 4 მყვინთავის დაკავების საფუძველს წარმოადგენს.

გამოცემის ცნობით, გერმანელი გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ რუსული გაზსადენის აფეთქებას უკრაინის არმიის ყოფილი ხელმძღვანელი ვალერი ზალუჟნი ხელმძღვანელობდა. გაზსადენებზე დივერსიის მოწყობის მიზანი კი რუსეთისთვის ფინანსური ზარალის მიყენება იყო. ბალტიის ზღვაში ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენის 2 მილი 2022 წელს ააფეთქეს.