სპორტი
"ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შევცვალე" - გიორგი მამარდაშვილის კომენტარი
პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულს" დაუპირისპირდა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ ამ თამაშში გიორგი მამარდაშვილმა ერლინგ ჰოლანდის დარტყმული პენალტი მოიგერია.
ამ და კიდევ მატჩის ირგვლივ თემებთან დაკავშირებით ქართველმა მეკარემ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
"თავიდან მეგონა, რომ მარჯვენა მხარეს დაარტყამდა, მაგრამ ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შევცვალე. არ ვიცი, რატომ, უბრალოდ ასე ვიგრძენი.
"იმედი მაქვს, ალისონი მალე გამოჯანმრთელდება, მე ჩემს საქმეს გავაგრძელებ და ყოველდღე ვივარჯიშებ. თუ ვითამაშებ, ვითამაშებ, თუ არადა, ვივარჯიშებ და მუშაობას გავაგრძელებ.
"ვან დაიკის გოლი? მომენტი არ მინახავს განმეორებით, მაგრამ, რაც დავინახე, არამგონია, თამაშგარე ყოფილიყო", - თქვა მამარდაშვილმა
თემასთან დაკავშირებული ბმულები:
განაგრძე კითხვა
ხვიჩა კვარაცხელიამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში უნიკალური შედეგი დააფიქსირა
მოხვდა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია - FIFPRO წლის საუკეთესო თერთმეტეულს ადგენს
"ვაპირებ მაშინ ვიჩხუბო, როდესაც ილია თოფურია იჩხუბებს" - ჯასტინ გეიჯი
ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულმა აღიარა, რომ წიგნი ChatGPT-ის დახმარებით დაწერა
