admin
თარიღი: 15:01, 10 ნოემბერი 2025
მსოფლიო / ეკონომიკა / პოლიტიკა

ტრამპის გამოსვლის არასწორი მონტაჟის კრიტიკის გამო, BBC-ის ხელმძღვანელები გადადგნენ

ტრამპის გამოსვლის არასწორი მონტაჟის კრიტიკის გამო, BBC-ის ხელმძღვანელები გადადგნენ

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის BBC-ის მმართველმა ტიმ დეივმა და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა დებორა ტერნესმაც თანამდებობა დატოვეს. გადადგომის მიზეზი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გამოსვლის მონტაჟია, რასაც კრიტიკა მოჰყვა. საუბარია 2021 წლის სიტყვაზე, რომელიც ტრამპმა ჯერ კიდევ პრეზიდენტის პირველ ვადაში, კაპიტოლიუმზე შტურმის დროს თქვა. საზოგადოებრივ მაუწყებელს ადანაშაულებენ, რომ ისე დაამონტაჟა ტრამპის სიტყვა თითქოს ის არეულობის მომწყობებს აქეზებდა. BBC-ის გადაცემა Panorama-ს ფილმში ნაჩვენებ კადრებში ტრამპი ეუბნება თავის მომხრეებს, “მივალთ კაპიტოლიუმთან“ და "ისინი მთელი ძალით იბრძოლებენ“. მეორე ფრაზა ტრამპმა სინამდვილეში სხვა გამოსვლაში თქვა.

ამას გარდა, ბოლო პერიოდში ბრიტანეთის მაუწყებელს ადანაშაულებდნენ მიუკერძოებლობის დარღვევაში ისრალ-ჰამასის ომის გაშუქებისას. გავრცელებულ განცხადებაში ტიმ დეივი აცხადებს, რომ BBC სრულყოფილი არ არის და ყოველთვის უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ზუსტი". ის ასევე ამბობს, რომ პასუხისმგებლობას იღებს მომხდარზე და თანამდებობას საკუთარი გადაწყვეტილებით ტოვებს.

წყარო: bm.ge